Tuesday, June 9, 2009

ესეც უნდა დავდო აქ :) მთელი დღე მარტო ამას ვუსმენ.მაგარია ძაან...

მე და ზემფირა

Monday, June 8, 2009

ორი დღე აქტიურად ვუსმენ ზემფირას, რაც კარგის ნიშანი ნამდვილად არ არის... რო ვუფიქრედები თითქოს ყველაფერი წესირგშია და რაღაცეებში ჰო საერთოდ კარგად ვარ, მაგრამ რაღაცამ ისევ დამაბრუნა ზემფირასთან... ალბათ ამ ერთ კვირაში განცდილმა...

რატომ?

Friday, June 5, 2009

რატომ დროზე არ ვაფასებთ ჩვენს ჯანმრთელობას და არ ვუპრთხილდებით... წითელს რო აგვინთებს მერე ვიწყებთ ზრუნვას და პანიკებში ვარდებით... კარგად რო ხდები მერე გავიწყდება ცუდად ყოფნა და ისევ იკიდებ ყველაფერს... არ ვიცი რა... :მო:

C'est la vie...

Sunday, May 31, 2009

ცხოვრება ძალიან, ძალიან საინტერესოა... ისეთი სიურპრიზებით სავსე... შეიძლება ისეთ სიტუაციაში მოხვდე ზოგჯერ, რომლის წარმოდგენაც კი შეუძლებელია.ბოლოს დროს ისე მოხშირდა ეგეთი სიტუაციები,რომ აღარაფერი არ მიკვირს და ისეთი შოკი აღარ მემართება, როგორც ადრე. აღარ მაქვს ის შეგრძნება ეს მე როგორ დამემართა... უბრალოდ მეღიმება... ნამდვილად საინტერესო და მრავალფეროვანია ჩვენი ცხოვრება...

Friday, May 29, 2009



უბრალოდ ჩემი უსყვარლესი კომპოზიცია... რომლის მოსმენისას ყოვეთვის გავიღიმებ და სითბოს ვიგრძნობ... იმედია ეს შეგრძნება არ შემეცვლება და სულ გამყვება...

Friday, April 17, 2009

რაღაც ძალიან მაწუხებს,რაღაც ძალიან მტკივა... სადღაც ძალიან ღრმად...
მაწუხებს სულ, არ ჩერდება...
რაღაც მინდა და არ ვიცი რა... ამავე დროს არაფერი არ მინდა...
მარტოობა მინდა...
და ხალხის გარეშე გარშემო ვერ ვძლებ...
სიწყბარედ მინდა...
ხმაურში ყოფნა მირჩევნია...
ეხლა მინდა სამდე მარტო ვიყო ხალხმრავალ ადგილას... და ბევრს ვეწეოდე და ბევრს ვფიქრობდე...
ძალიან ბევრი მინდაა ამ ჩემს პოსტში...
ეგოისტი ვარ?
შეიძლება ვარ... შეიძლება სულაც არა...

...

Friday, April 3, 2009

მოკლედ რაც ჩავიფიქრე ბლოგთან დაკავშირებით ვერ ვასრულებ. ჰო არ ნიშნავს ეს იმას, რომ საქმე ბოლომდე არ მიმყავს ? არ ვიცი... ზოგჯერ მიმყავს და ალბათ ზოგჯერ არა. ბევრი ცვლილება მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ძალიან გამოფიტული ვარ. დაბნეულიც ვარ და ძირითადად გარშემო რაც ხდება ნახევარს ვერ ვამჩნევ. რასაც ვამჩნევ არ ვუღრმავდები... არ მაქვს ძალა რომ რამეზე ვიფიქრო... ალბათ მალე დავლაგდები... ეხლაც ძალიან ბევრის თქმა მინდა, მაგრამ როგორ ვთქვა არ ვიცი... ვერ გამოვხატავ მე გრძონებს სიტყვებით.... ალბათ ადამიანი ბევრი ტკივლისგან ცარიელდება და იფიტება...