უბრალოდ ტეხავს...

Saturday, September 20, 2008

გუშინდელმა სიტყვებმა ძალიან იმქომედა ჩემზე. :( თავიდან საკუთარ თავთანაც არ შევიმჩნიე, მერე დავიგრუზე... ბევრი ვიფიქრე... იმასაც მივხვდი რომ ზუსტად ესეთი შედეგი გინდოდა შენც... ვერ ვიშორებდი გონებიდან მაგ სიტყვებს და ყოველ გაფიქრებაზე უფრო და უფრო გულს მტკენდა... მოკლედ ყველაფერს ვიაზრებ, მაგრამ გრძნობებს ვერ ვერევი...
არჩევანი გავაკეთეთ, უკვე ორივემ ამიტომ აღარ უნდა ვიწუწუნო... მორჩა....


ალბათ ამინდმაც იმოქმედა, თუმცა როგორც არასდროს ისე მსიამოვნებდა წვიმა....

პირველი ნაბიჯი...

Wednesday, September 17, 2008

დიდი ხანია რაც ეს ბლოგი შევქმენი, მაგრამ როგორ და რითი დამეწყო არ ვიცოდი… დღეს ერთ- ერთ ფორუმელს ველაპარაკე მის ბლოგზე და ფაქტიურად მასთან ლაპარაკის მერე გამეხსნა პირველი შთაგონება და მე ვწერ… ვწერ რამდენიმე წლის ჩუმად ყოფნის მერე… დღეს ჩემს ცხოვრებაში იწყება ახალი ეტაპი… მე გავხდი 26-ის და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჯერ არ ვიცი, გარკვეული მიზეზების გამო დღეიდან ვდგამ პირველ ნაბიჯებს ახალ ცხოვრებაში… პირველი ნაბიჯი ყველაზე რთულია….