Tuesday, June 9, 2009

ესეც უნდა დავდო აქ :) მთელი დღე მარტო ამას ვუსმენ.მაგარია ძაან...

მე და ზემფირა

Monday, June 8, 2009

ორი დღე აქტიურად ვუსმენ ზემფირას, რაც კარგის ნიშანი ნამდვილად არ არის... რო ვუფიქრედები თითქოს ყველაფერი წესირგშია და რაღაცეებში ჰო საერთოდ კარგად ვარ, მაგრამ რაღაცამ ისევ დამაბრუნა ზემფირასთან... ალბათ ამ ერთ კვირაში განცდილმა...

რატომ?

Friday, June 5, 2009

რატომ დროზე არ ვაფასებთ ჩვენს ჯანმრთელობას და არ ვუპრთხილდებით... წითელს რო აგვინთებს მერე ვიწყებთ ზრუნვას და პანიკებში ვარდებით... კარგად რო ხდები მერე გავიწყდება ცუდად ყოფნა და ისევ იკიდებ ყველაფერს... არ ვიცი რა... :მო:

C'est la vie...

Sunday, May 31, 2009

ცხოვრება ძალიან, ძალიან საინტერესოა... ისეთი სიურპრიზებით სავსე... შეიძლება ისეთ სიტუაციაში მოხვდე ზოგჯერ, რომლის წარმოდგენაც კი შეუძლებელია.ბოლოს დროს ისე მოხშირდა ეგეთი სიტუაციები,რომ აღარაფერი არ მიკვირს და ისეთი შოკი აღარ მემართება, როგორც ადრე. აღარ მაქვს ის შეგრძნება ეს მე როგორ დამემართა... უბრალოდ მეღიმება... ნამდვილად საინტერესო და მრავალფეროვანია ჩვენი ცხოვრება...

Friday, May 29, 2009



უბრალოდ ჩემი უსყვარლესი კომპოზიცია... რომლის მოსმენისას ყოვეთვის გავიღიმებ და სითბოს ვიგრძნობ... იმედია ეს შეგრძნება არ შემეცვლება და სულ გამყვება...

Friday, April 17, 2009

რაღაც ძალიან მაწუხებს,რაღაც ძალიან მტკივა... სადღაც ძალიან ღრმად...
მაწუხებს სულ, არ ჩერდება...
რაღაც მინდა და არ ვიცი რა... ამავე დროს არაფერი არ მინდა...
მარტოობა მინდა...
და ხალხის გარეშე გარშემო ვერ ვძლებ...
სიწყბარედ მინდა...
ხმაურში ყოფნა მირჩევნია...
ეხლა მინდა სამდე მარტო ვიყო ხალხმრავალ ადგილას... და ბევრს ვეწეოდე და ბევრს ვფიქრობდე...
ძალიან ბევრი მინდაა ამ ჩემს პოსტში...
ეგოისტი ვარ?
შეიძლება ვარ... შეიძლება სულაც არა...

...

Friday, April 3, 2009

მოკლედ რაც ჩავიფიქრე ბლოგთან დაკავშირებით ვერ ვასრულებ. ჰო არ ნიშნავს ეს იმას, რომ საქმე ბოლომდე არ მიმყავს ? არ ვიცი... ზოგჯერ მიმყავს და ალბათ ზოგჯერ არა. ბევრი ცვლილება მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ძალიან გამოფიტული ვარ. დაბნეულიც ვარ და ძირითადად გარშემო რაც ხდება ნახევარს ვერ ვამჩნევ. რასაც ვამჩნევ არ ვუღრმავდები... არ მაქვს ძალა რომ რამეზე ვიფიქრო... ალბათ მალე დავლაგდები... ეხლაც ძალიან ბევრის თქმა მინდა, მაგრამ როგორ ვთქვა არ ვიცი... ვერ გამოვხატავ მე გრძონებს სიტყვებით.... ალბათ ადამიანი ბევრი ტკივლისგან ცარიელდება და იფიტება...

Thursday, March 26, 2009

ძალიან, ძალიან მეძინება... ტვალები მეხუჭება... დღე იყო მზიანი... მთლიანობაში არაფერი ცუდი არ მომხდარა, მაგრამ შიგადასიგ უხასიატოდ ვიყავი... რატომ თვითონ არ ვიცი.ბევრი ვიმხიარულე და ვიცინე... მოკლედ ალბათ უფრო კარგი დღე იყო...

წერის თავიც არ მაქვს...

Another the most perfect day

Wednesday, March 25, 2009


კიდევ ერთი საღამო გატარებული თეატრში... იმდენად დიდი სიამოვნება მივიღე სპექტაკლით, ეხლაც აფორიაქებული ვარ... მერე ისევ საინტერესო საუბარო აისიდში და დღეც შედგა :) თუმცა ძალიან უჟმურად დაიწყო დილა და იმდენად აღენილი ვიყავი დილით მეგონა ვინმე შემომაკვდებოდა. პაციენტმაც საკმაოდ მაწიწკნა ნერვები და ვიფიქრე, რომ ასეთი დასაწყისით კარგს არაფერს უნდა ველოდო... მაგრამ... ყველაფერი ძალიან, ძალიან კარგად გაგრძელდა... მე გავიღიმე და ეხლაც ვიღიმი :)

Tuesday, March 24, 2009

სამი დღეა არაფერი არ დამიწერია... ამიტომ ერთ პოსტში ავღწერ :)

კვირა - ზველ მეგობრებთან შეხვედრის საღამო :)ძალიან, ძალიან ვისიამოვნე :) დღისით კი იყო ნერვების ამთხრელი ზარები, მაგრამ საღამომ გააბათილა :)

ორშბათი, ანუ გუშინ ისევ ნერვების ამათხრელ ზარებს თუ არ ჩავთვლით. ძალიან კარგი დღე იყო. ძალიან მრავალფეროვანი და ბევრი სასიამოვნო მომენტით.სამსახურიდან დაწყებული საღამოთი დამთავრებული :)

დღეს- მთლიანობაში boring day... საზიზღარი ამინდი... უცნაურად ნორმალურ ხასიათზე... მაგრამ ნაცრიფერი დღე :)

აი ეგ არის სულ :)

Perfect Day

Saturday, March 21, 2009

აი, ის შენგრძნება, როცა იხსნება ფარდა და სცენიდან ცივი ჰაერის ნაკადს გრძნობ... მერე ნელ-ნელა ინთება შუქი და სცენაზე ხედავ მსახიობებს... ტანში ჟრუანტელი გივლის და რაღაც კარგის მოლოდინში ერტვები ბოლომდე სპექტაკლში... ძალიან ვისიამოვნე :)

ისედაც დღეს ძალიან კარგი დღე იყო. სიურპრიზებით სავსე :) :ჯუმპ: :ჯუმპ:

დღე მეორე...

Friday, March 20, 2009

ერთი სიტყვით მელანქოლიური დღე...
დილიდანვე აღრენილმა გავიღვიძე... გარეთ როცა გავედი თითქოს ხასიათი გამომისწორდა, მაგრამ შინაგანად მაინც დისკომფორტს განვიცდიდი. მერე ჩემმა მელანქოლიამ მოიმატა... საღამოს კი ამ ყველაფერს დაემატა სიბრაზე...
რაღაც არ გამომდის ერთი სიტყვით აღწერა და აშკარად უფრო დავიწყე წერა...

კიდევ იმას დვამატებ, რომ აღარ მინდა ვინმე ჩემს ნერვებზე თამასობდეს და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ ეგ აღარ მოხდეს...

დღეს საკმარისია.

არ ვიცი რა დავარქვა D

Thursday, March 19, 2009

ერთი სიტყვით ვაპირებდი და მგონი ბევრით გამომივა... მეგონა გამიადვილდებოდა დღის ერთი სიტყვით აღწერა, მაგრამ იმდენად მრავალფეროვანი დღე იყო, რომ ერთი სიტყვით მრავალფეროვანი... იქნებ ყოველი დღე ესეთია და მე უბრალოდ ვერ ვხვდები? ვნახოთ გამოჩნდება :)

მრავალფეროვანი :)

იდეა

Wednesday, March 18, 2009

მოკლედ, რადგან მე არ შემიძლია გადმოვცე ის ყველაფერი რასაც ვგრძნობ ვრცელი ტექსტებით, გადავწყვიტე, რომ ყოველი დღე დავახასიათო ერთი სიტყვით ან ერთი ფრაზით, ან შეიძლება სულაც სურათით. ვნახოთ რა გამომივა . :)

სიცარიელე

Tuesday, February 17, 2009


დიდი ხანია არ მომიწყენია...
სულ ენერგიის მოჭარბებას ვგრძნობდი და ვიღიმოდი, გულიდან ვიღიმოდი...
მაგრამ... დღეს... ეხლა რაღაც უცბად ჩაწყდა და ვიგრძენი... რა ვიგრძენი ვერ ავღწერ... უბრალოდ ძალიან მოვიწყინე... ტირილიც კი მომინდა...
რაღაც სიცარიელემ დაისადგურა...
ვიცი უნდა გავაგდო ეს სიცარიელე და მზის სითბოთი ავავსო ჩემი გული, სული...
მოკლედ არ ვიცი რისი შემოტევაა ეს ყველაფერი...
ალბათ დღევანდელი უამინდობის ბრალია ...
ან რაღაც გადაღლილობის ბრალია...
არ ვიცი, არ ვიცი...

მზეო გამათბე...

Monday, February 16, 2009


დღეს მე არ ვარ მარტო... თუმცა არც შენთან ვარ... არც სხვსთან ვარ... უბრალოდ ჩემს თავთან ვარ.
მე მიხარია მზე, მიხარია ყოველი დილა... მიხარია რომ ვსუნთქავ და დავდივარ ქუჩაში, ვუსმენ მუსიკას... მუსიკა ეხება სხეულის ყველა უჯრედს... კანით ვგრძნობ მზის სხივებს... მათბობს... და მე ბენიერი ვარ... მინდა ყველას ვაჩუქო ჩემი ღიმილი... ყველამ გაიღიმოს და შეეგებოს მზეს...
მზე მიღიმის... ცა მიღიმის და მე ვსუნთქავ... მე ცოცხალი ვარ... ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ... მინდა გავფრინდე.... ბევრი, ბევრი სითბო... თბილი ჰაერი და გაზაფხულის მოახლეობა.... მგონი გავგიჟდი... მაგრამ მე მაინც ბედნიერი ვარ...

просто Я спешу жить !!!

Wednesday, January 28, 2009


ჩემმა ბლოგმა თითქოს უფრო პირადი ბლოგის სახე მიიღო, მაგრამ ეგეც გამოსწორებადია. ისევ ჩემს ემოციებზე ვწერ. ამ ბოლოს დროს ფაქტიურად ყოველდღე მეცვლება ხედვა ყველაფერზე. ალბათ რაღაც ეტაპიდან ეტაპზე გადასვლის პერიოდი მაქვს. პირველად ვხედავ თუ როგორ ვიცვლები.სულ მინდა რომ გავიღიმო, ვისუნთქო და ბერვი ვიარო ... უამარავი ენერგიის მოზღვავება მაქვს... ემოციები კი მარტო დადებითი... ყოველი დღე მიხარია და ცხოვრება მიხარია... პირველად ცხოვრებაში ამ ყველაფერში თავიდან ბოლომდე წვლილი მარტო მე მიმიძღვის... მომინდა და ეგრე გახდა... დასკვა? ყველაფერი ჩვენს ხელშია :) მიხარია რომ ვასებობ და ვსუნთქავ... უბრალოდ შემიძლია დავინახო მზე... მოღრუბლულ ამინდშიც კი ვიცი , რომ ის არსებობს სადღაც ღრუბლების მიღმა... ასევე არსებობს ბედნიერებაც უბრალოდ დანხვა უნდა :)არ ვიცი როდემდე გასტანს ჩემი ესეთი განწყობა... იმედია ძალიან, ძალიან დიდხანს და კიდევ უფრო მეტხანს... სულ მინდა რომ ეს ჩემი განყობა გადავცე ყველას... მინდა რომ ჩემმა მეგობრებმაც დაინახონ ყველაფერი, ისე როგორც მე ვხედავ. ისევ და ისევ ვერ გადმოვცემ ინ განცდას,იმ სათქმელს ეხლა რისი თქმაც მინდა ... просто Я спешу жить !!!

...

Saturday, January 17, 2009

ბოლო დროს რაღაც ისევ დავივიწყე ჩემი ბლოგი... თუმცა არც არაფერი არ ხდება, რომ დასაწერი მქონდეს. ცხოვრება მიყვება დინებას.... ყველაზე ძალიან მაგას ვერ ვიტან, როცა დინებას მივყვები...
სამწუხაროდ რაღაც მკვდარი პერიოდია. ემოციურად მკვდარი პერიოდი... რაღაცა გამიხარდება და ცოტა ხანში ეგრვე მავიწყდება, ან თუნდაც რამე რომ მეწყინოს... იმასაც დავაკვირიდი, რომ ბოლო დროს ვერაფერზე ვერ ვიგრუზები დიდხანს :) ნუ მოკლედ რაღაც სიმშვიდის და უემოციობის პერიოდი მაქვს... იმედია ეტო ზატიშიე პერედ ბურეი... ;)

Gold & Fearless

Thursday, January 8, 2009

ოთოს ბლოგზე ვნახე ეს ტესტები. :) საინტერესო იყო :)




Your Word is "Fearless"



You see life as your one chance to experience everything, and you just go for it!

You believe the biggest risk is being afraid and missing out on something amazing.



Sometimes your fearlessness means you're daring. You enjoy risky activities.

And sometimes your fearlessness means you're courageous. You're brave enough to do the right thing, even when it's scary.






You Are Gold



You are almost universally admired. People strive to be like you.

You are also highly valued. Your friendship, approval, and advice are all considered priceless.



You live an inspiring, fortunate life. Not many people are as lucky as you are.

But you haven't gotten to where you are on luck alone. You are incredibly competitive and ambitious.

შობის ბრწყინვალე დღესასაწაულს გილოცავთ!!!

Wednesday, January 7, 2009


შობის ღამე დგებაო,

სასწაული ხდებაო,

წმინდა სანთელს ანთებენ

ფანჯრის სარკმელზედაო.

შობის ღამეს მოვიხმობთ

დედა ღვთისმშობელსაო,

სახლი მისი სტუმრიბოთ

მადლით აგვევსებაო,

შობის რამე დგებაო

ქრისტე იბადებაო,

ყველა სასწაული ხომ შობის გამეს ხდებაო!!!




შობას გილოცავთ!!!!!!

ახალი წელი

Sunday, January 4, 2009

მგონი დროა მეც მოვყვე ჩემს ახალი წლის დღეებზე. არ დავიწყებ ჩამოთვლას სად და ვისთან ერთად გავატარე... მთავარია, რომ ნამდვილად კარგი იყო... ეს არ იყოს ის სიგიჟე და სასწაულებით სავსე დღეები...უბრალოდ ბევრი, ბევრი მხიარულება საყვარელ ხალხთან ერთად. ვიგრძენი ბევრი სითბო და სიმშვიდე... ონლიან სუფრაც კი გვქონდა მეგობართან ამერიკაში. ბევრი, ბევრი ვიცინე და ვიმხიარულე.... იმედია ესეთი კაინ განწყობით გავატარებ მთელ წელიწადს... 2009 წლიდან დაიწყო სულ ახალი ჩემს ცხოვრებაში... საკმაოდ საინტერესო და სახალისო... სხვანაირად დავინახე ყველაფერი და მივხვდი რომ ცხოვრება მშვენიერია....