Bye 2008 !

Wednesday, December 31, 2008


მოდის ახალი წელი და რამდენდაც ბანალური არ უნდა იყოს, ახალი იმედებით ვხვდები... იმედი მაქვს, რომ ნამდვილად უკეთსი იქნება... რაც შეეხება 2008-ს ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის კაი წელი იყო... დეტალებში ნამდვილად არ გადავიჭრები, მაგრამ მინდა ავღნიშნო რომ საერთოდ არაფრის მომტანი იყოთქო ვერ ვიტყვი... ბევრი ცუდი მოხდა... თუმცა ამ ერთ წელიწადში იმდენად შემეცვალა ხედვა ამ ყველაფერზე (რამდენიმე მოვლენის გარდა)... მთავარია გავიზარადე და ჭკუა ვისაწავლე... გამოცდილების მიღების მხრივ ნადვილად ნაყოფიერი წელი იყო...
მოკლედ ახალი წელი მოდის და არ ღირს წარსულზე ფიქრი... მომავალს უნდა მივაპყრო მზერა და სულ წინ ვიარო... სალამი 2009 წელს!....

გილოცავთ ყველას იხარეთ და იბედნიერეთ... :*

რაც ყველაზე ძალიან გიყვარს...

Sunday, December 28, 2008


დღეს ბევრი დადებითი ემოციით დავიმუხტე. დავიწყოთ იმით, რომ ბევრი ბლოგერ-ფორუმელი ვნახე. ფილმმაც სასიამოვნოდ გამაკვირვა. ნამდვილად არ მეგონა თუ ესეთი კაი ხარისხის ქართულ ფილმს ვნახავდი. შეიძლება ვიღაცამ ჩათავალ, რომ დიდი არაფერია, მაგრამ მე კრიტიკული თვალით არ მივუდექი და დიდი სიამოვნება მივიღე. ძალიან ბევრ მომენტზე გულიანად ვიცინე.


ამ დღეებში თუ დროს გამოვნახავ კიდევ ერთხელ წავალ და ვუყურებ. :)
სანდტრეკები მობილურში ჩავწერე და მაგარს ვკაიფობ ;)
მოკლედ უფრო დეტალურად მერე ავღწერ ჩემს ემოციებს :)
http://kaikino.com/ აქ შეიძლება ტრეილერის ნახვაც და საუნტერეკების გადმოწერაც. :)

....

Friday, December 26, 2008

ჩემი ფეთქებადი ხასიათი დამღუპავს.... აი დღეს ისე უაზროდ ავფეთქდი ისეთზე რაზეც უნდა მაგრად გამეცინა....ავფეთქი ვბობოქრე სისულელეები და ეხლა ვნანობ... თან ეხლა მეცინება.. ამ დროს ხვალ რა ვქნა როგორ მოვიქცე აღარ ვიცი :) მოკლედ კიდევ ერთი უაზრო გამოხტომა... ეხლა უნდა ვიფიქრო ხვალ რა ვქნა ?.... ბლინ ვოტ დურა :D კანში ვერ ვეტევი და ჩემი თავთან დისკომფორტს ვგრძნობ... უნდა დავმშვიდდე და რამე მოვიფქრო... იმის აღიარება, რომ არასწორედ მოვიქეცი ნ ეტავ სწორი იქნება, ტუ ვაბშე არ შევიმჩნიო....

კათოლიკური შობა და ხანუკა

Wednesday, December 24, 2008

რას ამბობთ მთვრალი ?.... სულაც არა :გივი: დღეს ავღნიშნეთ ყველაფერი დამდეჰი ახალი წელი. კათოლიკური შობაც და ხანუკაც.... აი, ამა ქვია მრავალფეროვნებააა.... ჰოდა ეხლა სულ არ ვარ მთვრალი.... ჰოდააა გილოცავთ ამ ყველაფერს :ალკ:..... :გივი:

არეული აზრები

Tuesday, December 23, 2008

ერთმა ადამიანმა ჩემი ბლოგი, რომ ნახა მითხრა რომ მიყვარსო შენი არეული აზრები... ჰოდა ჩემს ბლოგზე შემოსვლისას სულ მახსენდება ეგ ფრაზა... შეიძლება კიდევ შემოდის და კითხულობს... ნუ მაგაში ძალიან ეჭვი მეპარება... ნუ თუ წაიკითხავს ამას გაეღიმება... ეხლა მეც მეღიმება. :) რატომ ვწერ ეხლა ამს არც ეგ ვიცი... უბრალოდ მომიარა და ვწერ რა :)

...

Monday, December 22, 2008

არეული მე...
არეული დღე....
არეული ფიქრები...
უნდა დავწყანარდე , დავფიქრდე , დავმშვიდე და ისტერიკებში არ ჩავვარდე როგორც მეხერხება ...
თუ დროზე გონს არ მოვედი ცუდად არის ჩემი საქმე ვოტ!....

წინასაახალწლო ნევროზი

Sunday, December 21, 2008


ბოლო ერთი კვირა ყველა აფორიაქებული და რაღაცნაირად გაღიზინებული დარბის... ითვლიან რამდენი დარჩა ახალ წლამდე და რისი მოსწრება შეიძლება... ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ და არაფერი ”არ დარჩეთ გასაკეთებლი” ახალ წელს... ეს ნევროზულობა მეც გადმომედო, მაგრამ ნამდვილად არ ვცდილობ ყველაფერი მოვასწო... ეს ხომ უბრალოდ ერთი ღამეა და იცვლება კალენდარი... ახალი წლის ღამე ძალიან მიყვარს. არის მასში რაღაც ჯადოსნური მაგრამ ცხოვრება, ხომ არ იცვლება და მეორე დილას ყველაფერი იგივე რჩება... მაგრამ მაინც ყველა ნერვიულობს სად? როგორ ? და ვისთან შეხვდეს ახალ წელს :)

მარტოობის ასი წელიწადი...

Wednesday, December 17, 2008


რატომღაც გადავწყვიტე ბლოგს შევუცვალო სახელი. ალბათ ჩემს განწყობასთან დაკავშირებით.მიუხედვად იმისა, რომ ფაქტიურად არაფერს არ ვწერ, მაინც მინდა რომ ჩემს განწყობას შეესაბამებოდეს ბლოგი :) მოვიდა ზამთარი... აცივდა... ბუნებამ დაიძინა...მზე გაცივდა და მწვავედ ვიგრძენი, რომ მარტო ვარ სულიერად... ისე თვითოეული პიროვნება მარტოსულია... ჰოდა ამ თოვლიან-ყინვიან ამინდში ეს ყველაფერი ვიგრძენი და გაზაფხულის მოლოდინში ვცდილობ დავძლიო ზამთარი :)

არ ვიცი რა დავარქვა

Wednesday, December 10, 2008

ჰოდა რაღაც რაღაცეები რომ გაირკვევა ამ დღეებში, ზოგერთებს მაგრად უნდა შერცხვეს მაგრამ მაგდენი ნამუსი ნამდვილად არ ექნება , მეზიზღება ეგეთი ხალხი ... ჰოდა იმედია ცხვირს აღარ შემოყოფენ აქ... არა და ვიცი რომ ყველაფერი გაირკვევა და მაგრად დავცინებ ეგეთ ადამაინს :) ნუ რაც გახდება ჩემს თვალში მისახვედრია ;)

Life's wonderful

Friday, December 5, 2008

მარტო ცუდად ყოფნის მერე ვხვდები,თუ რა ბედნიერებაა ჯანმრთელობა... ხვდები რომ უნდა გაუფრთხილდე და არ მოწიო უზომოდ, არ დალიო ბევრი რედ ბული და ჭამო უამრავი ჩიფსები.... მარტო ცუდად ყოფნის მერე ხვდები, თუ რა მაგარია დილით ჩვეულებრივ ადგომა და არაფერი არ გაწუხებდეს...
მარტო ერთი დღე ვიყავი ცუდად და ეგრევე დავაფასე რა კარგია, როცა არაფერი გაწუხებს... დღეს დილით გავიღვიძე და მივხვდი, რომ უმშვენიერესია ცხოვრება მარტო იმიტომ, რომ ჯანმრთელი ვარ!