Friday, April 17, 2009

რაღაც ძალიან მაწუხებს,რაღაც ძალიან მტკივა... სადღაც ძალიან ღრმად...
მაწუხებს სულ, არ ჩერდება...
რაღაც მინდა და არ ვიცი რა... ამავე დროს არაფერი არ მინდა...
მარტოობა მინდა...
და ხალხის გარეშე გარშემო ვერ ვძლებ...
სიწყბარედ მინდა...
ხმაურში ყოფნა მირჩევნია...
ეხლა მინდა სამდე მარტო ვიყო ხალხმრავალ ადგილას... და ბევრს ვეწეოდე და ბევრს ვფიქრობდე...
ძალიან ბევრი მინდაა ამ ჩემს პოსტში...
ეგოისტი ვარ?
შეიძლება ვარ... შეიძლება სულაც არა...

...

Friday, April 3, 2009

მოკლედ რაც ჩავიფიქრე ბლოგთან დაკავშირებით ვერ ვასრულებ. ჰო არ ნიშნავს ეს იმას, რომ საქმე ბოლომდე არ მიმყავს ? არ ვიცი... ზოგჯერ მიმყავს და ალბათ ზოგჯერ არა. ბევრი ცვლილება მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ძალიან გამოფიტული ვარ. დაბნეულიც ვარ და ძირითადად გარშემო რაც ხდება ნახევარს ვერ ვამჩნევ. რასაც ვამჩნევ არ ვუღრმავდები... არ მაქვს ძალა რომ რამეზე ვიფიქრო... ალბათ მალე დავლაგდები... ეხლაც ძალიან ბევრის თქმა მინდა, მაგრამ როგორ ვთქვა არ ვიცი... ვერ გამოვხატავ მე გრძონებს სიტყვებით.... ალბათ ადამიანი ბევრი ტკივლისგან ცარიელდება და იფიტება...

Thursday, March 26, 2009

ძალიან, ძალიან მეძინება... ტვალები მეხუჭება... დღე იყო მზიანი... მთლიანობაში არაფერი ცუდი არ მომხდარა, მაგრამ შიგადასიგ უხასიატოდ ვიყავი... რატომ თვითონ არ ვიცი.ბევრი ვიმხიარულე და ვიცინე... მოკლედ ალბათ უფრო კარგი დღე იყო...

წერის თავიც არ მაქვს...

Another the most perfect day

Wednesday, March 25, 2009


კიდევ ერთი საღამო გატარებული თეატრში... იმდენად დიდი სიამოვნება მივიღე სპექტაკლით, ეხლაც აფორიაქებული ვარ... მერე ისევ საინტერესო საუბარო აისიდში და დღეც შედგა :) თუმცა ძალიან უჟმურად დაიწყო დილა და იმდენად აღენილი ვიყავი დილით მეგონა ვინმე შემომაკვდებოდა. პაციენტმაც საკმაოდ მაწიწკნა ნერვები და ვიფიქრე, რომ ასეთი დასაწყისით კარგს არაფერს უნდა ველოდო... მაგრამ... ყველაფერი ძალიან, ძალიან კარგად გაგრძელდა... მე გავიღიმე და ეხლაც ვიღიმი :)

Tuesday, March 24, 2009

სამი დღეა არაფერი არ დამიწერია... ამიტომ ერთ პოსტში ავღწერ :)

კვირა - ზველ მეგობრებთან შეხვედრის საღამო :)ძალიან, ძალიან ვისიამოვნე :) დღისით კი იყო ნერვების ამთხრელი ზარები, მაგრამ საღამომ გააბათილა :)

ორშბათი, ანუ გუშინ ისევ ნერვების ამათხრელ ზარებს თუ არ ჩავთვლით. ძალიან კარგი დღე იყო. ძალიან მრავალფეროვანი და ბევრი სასიამოვნო მომენტით.სამსახურიდან დაწყებული საღამოთი დამთავრებული :)

დღეს- მთლიანობაში boring day... საზიზღარი ამინდი... უცნაურად ნორმალურ ხასიათზე... მაგრამ ნაცრიფერი დღე :)

აი ეგ არის სულ :)

Perfect Day

Saturday, March 21, 2009

აი, ის შენგრძნება, როცა იხსნება ფარდა და სცენიდან ცივი ჰაერის ნაკადს გრძნობ... მერე ნელ-ნელა ინთება შუქი და სცენაზე ხედავ მსახიობებს... ტანში ჟრუანტელი გივლის და რაღაც კარგის მოლოდინში ერტვები ბოლომდე სპექტაკლში... ძალიან ვისიამოვნე :)

ისედაც დღეს ძალიან კარგი დღე იყო. სიურპრიზებით სავსე :) :ჯუმპ: :ჯუმპ:

დღე მეორე...

Friday, March 20, 2009

ერთი სიტყვით მელანქოლიური დღე...
დილიდანვე აღრენილმა გავიღვიძე... გარეთ როცა გავედი თითქოს ხასიათი გამომისწორდა, მაგრამ შინაგანად მაინც დისკომფორტს განვიცდიდი. მერე ჩემმა მელანქოლიამ მოიმატა... საღამოს კი ამ ყველაფერს დაემატა სიბრაზე...
რაღაც არ გამომდის ერთი სიტყვით აღწერა და აშკარად უფრო დავიწყე წერა...

კიდევ იმას დვამატებ, რომ აღარ მინდა ვინმე ჩემს ნერვებზე თამასობდეს და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ ეგ აღარ მოხდეს...

დღეს საკმარისია.