სიცარიელე

Tuesday, February 17, 2009


დიდი ხანია არ მომიწყენია...
სულ ენერგიის მოჭარბებას ვგრძნობდი და ვიღიმოდი, გულიდან ვიღიმოდი...
მაგრამ... დღეს... ეხლა რაღაც უცბად ჩაწყდა და ვიგრძენი... რა ვიგრძენი ვერ ავღწერ... უბრალოდ ძალიან მოვიწყინე... ტირილიც კი მომინდა...
რაღაც სიცარიელემ დაისადგურა...
ვიცი უნდა გავაგდო ეს სიცარიელე და მზის სითბოთი ავავსო ჩემი გული, სული...
მოკლედ არ ვიცი რისი შემოტევაა ეს ყველაფერი...
ალბათ დღევანდელი უამინდობის ბრალია ...
ან რაღაც გადაღლილობის ბრალია...
არ ვიცი, არ ვიცი...

მზეო გამათბე...

Monday, February 16, 2009


დღეს მე არ ვარ მარტო... თუმცა არც შენთან ვარ... არც სხვსთან ვარ... უბრალოდ ჩემს თავთან ვარ.
მე მიხარია მზე, მიხარია ყოველი დილა... მიხარია რომ ვსუნთქავ და დავდივარ ქუჩაში, ვუსმენ მუსიკას... მუსიკა ეხება სხეულის ყველა უჯრედს... კანით ვგრძნობ მზის სხივებს... მათბობს... და მე ბენიერი ვარ... მინდა ყველას ვაჩუქო ჩემი ღიმილი... ყველამ გაიღიმოს და შეეგებოს მზეს...
მზე მიღიმის... ცა მიღიმის და მე ვსუნთქავ... მე ცოცხალი ვარ... ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ... მინდა გავფრინდე.... ბევრი, ბევრი სითბო... თბილი ჰაერი და გაზაფხულის მოახლეობა.... მგონი გავგიჟდი... მაგრამ მე მაინც ბედნიერი ვარ...