სიცარიელე

Tuesday, February 17, 2009


დიდი ხანია არ მომიწყენია...
სულ ენერგიის მოჭარბებას ვგრძნობდი და ვიღიმოდი, გულიდან ვიღიმოდი...
მაგრამ... დღეს... ეხლა რაღაც უცბად ჩაწყდა და ვიგრძენი... რა ვიგრძენი ვერ ავღწერ... უბრალოდ ძალიან მოვიწყინე... ტირილიც კი მომინდა...
რაღაც სიცარიელემ დაისადგურა...
ვიცი უნდა გავაგდო ეს სიცარიელე და მზის სითბოთი ავავსო ჩემი გული, სული...
მოკლედ არ ვიცი რისი შემოტევაა ეს ყველაფერი...
ალბათ დღევანდელი უამინდობის ბრალია ...
ან რაღაც გადაღლილობის ბრალია...
არ ვიცი, არ ვიცი...

4 comments:

indievidi said...

იცი მე რა მგონია? ყველაფერი ფსიქოლოგიურია მართლა..შეიძლება დღეს არც არაფერი არ შეიცვალა, მაგრამ რაღაც მომენტში მიხვდი რომ რაღაც სხვა გჭირდება, ის რაც წინა დღეებში შენს ღიმილს იწვევდა, უკვე აღარ კმარა მომავალი ბედნიერებისთვის, მაგრამ უბრალოდ გააგრძელე და იპოვი იმას რაც კიდევ უფრო მეტ ენერგიას მოგცემს :*

Anonymous said...

sinus-kosinusis Teoriaa... kargs aucileblad mosdevs cudi, cuds-kargi... aba sul karg xasiatze xom ar viqnebit :D egec gaivlis :*

Sophie שרה Golden said...

ძალიან ნაცნობი შეგრძნებაა :) პრინციპში რა, ყველაფერი ნაცნობია ამქვეყნად და ყველაფერი მეორდება.
გტკივა? ესე იგი ცოცხალი ხარ. სანამ ცოცხალი ხარ, კიდევ რამდენჯერ გაიცინებ, წარმოიდგინე და შენი სიცილი რამდენს გაუნათებს ცხოვრებას, ამასაც თუ წარმოიდგენ, მოწყენა უკვე აღარაფერი იქნება :) უხ, რამდენი ვწერე, მაგრამ მომინდა დაწერა :| მეც ხშირად ვარ ხოლმე ასე და ჩათვალე, რომ ჩემს თავს უფრო ვამხნევებ ახლა, ვიდრე შენ ;)

Summer said...

დიდი მადლობა ხალხ. :* ნადმვილად უკეთ ვარ :) უბრალოდ ზოგჯერ კაია რომ გადმოანთხიო ყველაფერი :)