ერთი მზიანი დღე..

Tuesday, October 7, 2008

დილიდან კარგ ხასიათზე გავიღვიძე... ბევრი ვიბოადიალე სახლში, მერე ჩქარა-ჩქარა გავემზადე... ”გამოვიპრანჭე”( რატომღაც დღეს ჩემი თავი განსაკუთრებულად მომწონდა)... ჯერ იმ მაღაზიაში შევიარე, მერე წავედი სამსახურში. მარშრუტკაში ერთ-ერთი ფორუმელი შეხვდა, რომლის ნახვაც ძალიან გამიხარდა. :) სამასახურში კიდევ უფრო კარგ ხასიათზე მივედი და ყველას გადავდე ჩემი განწყობა. :ბის: ბევრი ვიხალისე, სამჯერ გადავურჩი აივნიდან გადაგდებას და ეგეთივე ბედნიერი წამოვედი. რა მიხაროდა არ ვიცოდი... ალბათ უბრალოდ მზიანი დღე... ვიცი რომ ეგეთი თბილი მზიანი დღეები სულ ცოტა დარჩა ამიტომ ვცდილობ მზის ენერგიით მაქსიმალურად ავივსო. :)
ხვალ ისევ მივდივარ იმ სტომატოლოგიურ მაღაზიაში და ძალიან მაგარი რაღაც უნდა ვიყიდო :) იმედია ხვალაც ეგეთი მზიანი და მხიარული ვიქნები :)

6 comments:

sabaha said...

ხვალაც მზიანი ამინდია მგონი და იმედია შენც დღევანდელივით მხიარული იქნები :))

kexi said...

გამარჯობა მარია ... :)

Summer said...

გაგიმარჯოს კექს ;)

Anonymous said...

mariiii dagamatee chemtan

Sweet said...

ლინკებში არ ჩამამატებ რამე რომ იყოს? :D

Summer said...

ui komentebo exla vnaxe :) da chagimatebt :D jer axali var da yvelaferi mereva :D