...

Friday, October 17, 2008

დღეს დილით როცა მივედი სამსახურში გოგოები აფორიაქებულები დამხვდნენ რაღაც საკითხზე. ბევრი ვილაპარაკეთ და ისე თუ ასე დამშვიდდით. მერე კიდევ დიდხანს ვიჭორავეთ და საქმეებს დავუბრუნდით. მე თავისუფალი ვიყავი და დავჯექი წიგნის წასაკითხად. ზუსტ ორ გვერდს ვკითხულობდი ნახევარი საათი და ვგრძნობდი რომ არაფერი შემდიოდა თავში.თუმცა ეგ ყველაფერი ადრე წაკითხული და ნასწავლი მქონდა...ვიჯექი და ვუყურებდი ვინ რას აკეთებდა... მივხვდი რომ მე უფრო მეტი მინდოდა ვიდრე მანდ ხდებოდა... მეტი მინდა,თითქოს ჰაერი არ მყოფნის... საზრდოს ვერ ვგრძნობ და იმ ინფორმაციას ვერ ვღებულობ, რომელიც მე მჭირდება... გაზრდა მინდა და პროფესიონალად ჩამოყალიბება... აქ კი გასაქამი არ მყოფნის. მოკლედ ყველაფერ ამის გამო დავიგრუზე და ნახევაარი დღე დაბღვერილმა ვიარე, რაც ყველამ შეამჩნია და ძალიან გაუკვირდა.მერე ბევრი ვილაპარაკე და ზოგი ჩემთვის სასიამვნოც გავიგე და წამოვედი :)
ეხლა სახლში ვარ და ცხელ ჩაის ვნატრობ... ყელში რაღაც არასასიამოვნო შეგრძნება მაქვს... თითქოს გავცივდი.

0 comments: