ღრმა ნაფაზი...

Friday, October 31, 2008


მიყვარს სიგარეტი... საერთოდ მოწევის პროცესი ძალიან სასიამოვნოა, დაწყებული პირველი ნაპასიდან როდესაც კვამლი შესუნთქვისას გაივლის სასუნთქ მილებს და შეაღწევს ფილტვებში, მერე ნელ-ნელა გარეთ გამოდის. სხეულში რაღაც დაგივლის და დიდ სიამოვნებას გრძნობ. მერე მეორე, მესამე, მეოთხე და სიამოვნების მთელი ღერი შენს ხელშია... ვერ ვიტან ხალხს რომელიც უგემურად ეწევა და ამ ყველაფერს ვერ შეიგრძნობს. პირველი ნაპასის სიმსუბუქე და ბოლოს სიმხურვალე... თამბაქოს გემო და სუნი, რომელიც გახვევს კვამლის ბურუსში... სიგარეტის ღერის თამაში თითებში... ძალიან მიყვარს კვამლისთვის სულის შებრევა, როდესაც სიგარეტის თავი ჰაერის ნაკადისგან უფრო წითლდება... კვამლი კი მიკლაკნება ზემოთ ჰაერში და ქმნის ღრუბელს...
რაც არ უნდა ილაპარაკონ სიგარეტის მავნებლობაზე და სურათები მათვალიერებინონ დაჯღანული ფილტევბის, ძალიან რთულია ეგეთ სიამოვნებაზე უარის თქმა.ბევრჯერ მიფიქრია დანებება, მაგრამ ვხვდები რომ ეგეთ სიამოვნებას ვერ მოვიკლებ. უბრალოდ მიყვარს ეს მთელი პროცედურა :)

5 comments:

სიფ said...

ასევე ძალიან ასწორებს მწეველ ხალხთან ურთიერთობა... არამწეველთან საუბარი სულ სხვანაირია, ვიდრე მწეველთან :)

sabaha said...

ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ ნუ ძაან ნუ გადაამეტებ :))
მე ვინ მეკითხება, მაგრამ მაინც : )))
ზოგს მარაზმში გადასდის- 2 კოლოფი დღეში და ა.შ.

Summer said...

არა ეგრე ძალიანაც არ ვამეტებ. ნეხევარი კოლოფი დღეში :) მაქსიმუმ

Anonymous said...

მე არ ვეწევი ამით ვზოგავ: დროს, ენერგიას, ფულს და ჯანმრთელობას...

მარიამ ბლანკი¹³ said...

უჰ რა გემორიელად გიწერია კაცო!!