Wednesday, October 29, 2008


საერთოდ ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. ბევრს ვფიქრობ და ბევრ რამეს შევიგრძნობ, მაგრამ ამ ყველაფერის გადმოცემა საშინლად მიჭირს. ეს მარტო ბლოგს არ ეხება, საერთოდ ცხოვრებაშიც.ძალიან მიჭირს ავღწერო ყველაფერი რაც ჩემში ხდება. რო ვთქვა ჩუმი ვარ და ცოტას ვლაპარაკობთქო, მოვიტყუები. ვლაპრაკობ, მაგრამ იმაზე არა რასაც ვგრძნობ, როგორ აღვიქვამ სამყაროს და ხალხს ჩემს გარშემო. ზოგჯერ მეხსნება და ყველაფერს კარგად ვაყალიბებ.ზოგჯერ ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა,მაგრამ სიტყვები არ მყოფნის. აზრები მიტრიალებს და ვერ ვალაგებ. ბოლოს რამდენიმე ფრაზით შემოვფარგლები და მაგით მთავრდება ყველაფერი... არა და ამ დროს რამდენის თქმა მინდა... მთლიანობასი არც კი ვიცი კაია თუ არა რომ მასე მჭირს, შეიძლება არც უნდა იყო გახსნილი წიგნივით და ყველას არ უყვებოდა რას და როგორ გრძნობ... არ ვიცი, არ ვიცი....

3 comments:

თაკა said...

rac ufro mets damalav mit mets moigeb mar

Summer said...

ზოგჯერ ისეა კარგი ზოგჯერ ასე :)

Anonymous said...

zogjer mec mezareba xolme laparaki, magram marto im adamianebtan, vinc ar vici gamigebs tu ara