Tuesday, October 28, 2008
ბოლო დროს ვცდილობ ყველაფერში მარტო პოზიტივი დავინახო და არ ვიფიქრო ცუდზე.აღარ დავიგუზო და მითუმეტეს არაფერზე არ გაბრაზდე.ვცდილობ ყოველ დილით გავუღიმო ახალ დღეს და მთელი დღე ღიმილით გავატარო. ვგრძნობ, რომ გამომდის და ამით კიდევ უფრო დადებით მუხტს ვღებულობ.დღეს ზოგ ისეთ მომენტს მივუდექი იუმორით, საკუთარი თავის გამიკვირდა.სხვა დროს ალბათ მთელ ამბავს ავწევდი. ათას სისულელს ვამბობ და ვაკეთებ,მერე ამ ყველაფერზე გულიანად მეცინება... თავს უფრო მჩატედ ვრძნობ...მთელი მკერდით ვსუნთქავ და სულ მეღიმება... მიყვარს სიცოცხლე და ამით უკვე ბედნიერი ვარ... მივხვდი რომ ძალიან ბევრი წვრილმანია ჩვენს გარშემო რაც ბედნიერებას გვანიჭებს... ამიტომ გადავწყვიტე, რომ მარტო პოზიტივი და არაფერი პოზიტივის გარდა...
4 comments:
ვააა, რა კარგია :)
რა ხდება ნეტა? : ) ძალიანბევრი მიხვდა რომ
ძალით დეპრესიაში ყოფნის ალტერნატიული გზა არსებობს? : )
ბედნიერი კაციც შენ ყოფილხარ
მაგრამ მალე გაგივლის
Link - ეს განწყობა ბევრად ჯობია დეპრესიას . :)
zeuspro - ალბათ უფრო ბედნიერი ქალი :) იმედია არ გამივლის :)
პოზიტივი არის კიდეც მარა არ გვინდა დანახვა რომ მერე ვიტიროთ იმაზე რა კაი იყო როცა იყო მაშჳნ და როცა ვხედავდით თორე ეგ პოზიტივი კი რ მიდის სადმე სულ არის მარა ვიმნძაფრებთ ყველაფერს რომ მერე ის კარგი დავაფასოთ
Post a Comment