Bye 2008 !

Wednesday, December 31, 2008


მოდის ახალი წელი და რამდენდაც ბანალური არ უნდა იყოს, ახალი იმედებით ვხვდები... იმედი მაქვს, რომ ნამდვილად უკეთსი იქნება... რაც შეეხება 2008-ს ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის კაი წელი იყო... დეტალებში ნამდვილად არ გადავიჭრები, მაგრამ მინდა ავღნიშნო რომ საერთოდ არაფრის მომტანი იყოთქო ვერ ვიტყვი... ბევრი ცუდი მოხდა... თუმცა ამ ერთ წელიწადში იმდენად შემეცვალა ხედვა ამ ყველაფერზე (რამდენიმე მოვლენის გარდა)... მთავარია გავიზარადე და ჭკუა ვისაწავლე... გამოცდილების მიღების მხრივ ნადვილად ნაყოფიერი წელი იყო...
მოკლედ ახალი წელი მოდის და არ ღირს წარსულზე ფიქრი... მომავალს უნდა მივაპყრო მზერა და სულ წინ ვიარო... სალამი 2009 წელს!....

გილოცავთ ყველას იხარეთ და იბედნიერეთ... :*

რაც ყველაზე ძალიან გიყვარს...

Sunday, December 28, 2008


დღეს ბევრი დადებითი ემოციით დავიმუხტე. დავიწყოთ იმით, რომ ბევრი ბლოგერ-ფორუმელი ვნახე. ფილმმაც სასიამოვნოდ გამაკვირვა. ნამდვილად არ მეგონა თუ ესეთი კაი ხარისხის ქართულ ფილმს ვნახავდი. შეიძლება ვიღაცამ ჩათავალ, რომ დიდი არაფერია, მაგრამ მე კრიტიკული თვალით არ მივუდექი და დიდი სიამოვნება მივიღე. ძალიან ბევრ მომენტზე გულიანად ვიცინე.


ამ დღეებში თუ დროს გამოვნახავ კიდევ ერთხელ წავალ და ვუყურებ. :)
სანდტრეკები მობილურში ჩავწერე და მაგარს ვკაიფობ ;)
მოკლედ უფრო დეტალურად მერე ავღწერ ჩემს ემოციებს :)
http://kaikino.com/ აქ შეიძლება ტრეილერის ნახვაც და საუნტერეკების გადმოწერაც. :)

....

Friday, December 26, 2008

ჩემი ფეთქებადი ხასიათი დამღუპავს.... აი დღეს ისე უაზროდ ავფეთქდი ისეთზე რაზეც უნდა მაგრად გამეცინა....ავფეთქი ვბობოქრე სისულელეები და ეხლა ვნანობ... თან ეხლა მეცინება.. ამ დროს ხვალ რა ვქნა როგორ მოვიქცე აღარ ვიცი :) მოკლედ კიდევ ერთი უაზრო გამოხტომა... ეხლა უნდა ვიფიქრო ხვალ რა ვქნა ?.... ბლინ ვოტ დურა :D კანში ვერ ვეტევი და ჩემი თავთან დისკომფორტს ვგრძნობ... უნდა დავმშვიდდე და რამე მოვიფქრო... იმის აღიარება, რომ არასწორედ მოვიქეცი ნ ეტავ სწორი იქნება, ტუ ვაბშე არ შევიმჩნიო....

კათოლიკური შობა და ხანუკა

Wednesday, December 24, 2008

რას ამბობთ მთვრალი ?.... სულაც არა :გივი: დღეს ავღნიშნეთ ყველაფერი დამდეჰი ახალი წელი. კათოლიკური შობაც და ხანუკაც.... აი, ამა ქვია მრავალფეროვნებააა.... ჰოდა ეხლა სულ არ ვარ მთვრალი.... ჰოდააა გილოცავთ ამ ყველაფერს :ალკ:..... :გივი:

არეული აზრები

Tuesday, December 23, 2008

ერთმა ადამიანმა ჩემი ბლოგი, რომ ნახა მითხრა რომ მიყვარსო შენი არეული აზრები... ჰოდა ჩემს ბლოგზე შემოსვლისას სულ მახსენდება ეგ ფრაზა... შეიძლება კიდევ შემოდის და კითხულობს... ნუ მაგაში ძალიან ეჭვი მეპარება... ნუ თუ წაიკითხავს ამას გაეღიმება... ეხლა მეც მეღიმება. :) რატომ ვწერ ეხლა ამს არც ეგ ვიცი... უბრალოდ მომიარა და ვწერ რა :)

...

Monday, December 22, 2008

არეული მე...
არეული დღე....
არეული ფიქრები...
უნდა დავწყანარდე , დავფიქრდე , დავმშვიდე და ისტერიკებში არ ჩავვარდე როგორც მეხერხება ...
თუ დროზე გონს არ მოვედი ცუდად არის ჩემი საქმე ვოტ!....

წინასაახალწლო ნევროზი

Sunday, December 21, 2008


ბოლო ერთი კვირა ყველა აფორიაქებული და რაღაცნაირად გაღიზინებული დარბის... ითვლიან რამდენი დარჩა ახალ წლამდე და რისი მოსწრება შეიძლება... ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ და არაფერი ”არ დარჩეთ გასაკეთებლი” ახალ წელს... ეს ნევროზულობა მეც გადმომედო, მაგრამ ნამდვილად არ ვცდილობ ყველაფერი მოვასწო... ეს ხომ უბრალოდ ერთი ღამეა და იცვლება კალენდარი... ახალი წლის ღამე ძალიან მიყვარს. არის მასში რაღაც ჯადოსნური მაგრამ ცხოვრება, ხომ არ იცვლება და მეორე დილას ყველაფერი იგივე რჩება... მაგრამ მაინც ყველა ნერვიულობს სად? როგორ ? და ვისთან შეხვდეს ახალ წელს :)

მარტოობის ასი წელიწადი...

Wednesday, December 17, 2008


რატომღაც გადავწყვიტე ბლოგს შევუცვალო სახელი. ალბათ ჩემს განწყობასთან დაკავშირებით.მიუხედვად იმისა, რომ ფაქტიურად არაფერს არ ვწერ, მაინც მინდა რომ ჩემს განწყობას შეესაბამებოდეს ბლოგი :) მოვიდა ზამთარი... აცივდა... ბუნებამ დაიძინა...მზე გაცივდა და მწვავედ ვიგრძენი, რომ მარტო ვარ სულიერად... ისე თვითოეული პიროვნება მარტოსულია... ჰოდა ამ თოვლიან-ყინვიან ამინდში ეს ყველაფერი ვიგრძენი და გაზაფხულის მოლოდინში ვცდილობ დავძლიო ზამთარი :)

არ ვიცი რა დავარქვა

Wednesday, December 10, 2008

ჰოდა რაღაც რაღაცეები რომ გაირკვევა ამ დღეებში, ზოგერთებს მაგრად უნდა შერცხვეს მაგრამ მაგდენი ნამუსი ნამდვილად არ ექნება , მეზიზღება ეგეთი ხალხი ... ჰოდა იმედია ცხვირს აღარ შემოყოფენ აქ... არა და ვიცი რომ ყველაფერი გაირკვევა და მაგრად დავცინებ ეგეთ ადამაინს :) ნუ რაც გახდება ჩემს თვალში მისახვედრია ;)

Life's wonderful

Friday, December 5, 2008

მარტო ცუდად ყოფნის მერე ვხვდები,თუ რა ბედნიერებაა ჯანმრთელობა... ხვდები რომ უნდა გაუფრთხილდე და არ მოწიო უზომოდ, არ დალიო ბევრი რედ ბული და ჭამო უამრავი ჩიფსები.... მარტო ცუდად ყოფნის მერე ხვდები, თუ რა მაგარია დილით ჩვეულებრივ ადგომა და არაფერი არ გაწუხებდეს...
მარტო ერთი დღე ვიყავი ცუდად და ეგრევე დავაფასე რა კარგია, როცა არაფერი გაწუხებს... დღეს დილით გავიღვიძე და მივხვდი, რომ უმშვენიერესია ცხოვრება მარტო იმიტომ, რომ ჯანმრთელი ვარ!

...

Wednesday, November 26, 2008

არის მომენტები, როცა ძალიან ბევრის თქმა გინდა და ვერაფერს ამბობ... ჩუმდები და ყველაფერს შენში კლავ, ამ დროს კი ეს ყველაფერი გარეთ გამოსვლას ითხოვს... შესაბამისადაც ხასიათი გეცვლება ყოვველ 5 წუთში... ხან კარგს ფიქრობ და ხან ცუდს... აანალიზებ სიტუაციებს და დადებითი ემოციები ენაცვლება უარყოფითს და პირიქით... ფიქრობ... აღებ პირს რომ თქვა ყველაფერი, ჩუმდები და ისევ ფიქრობ...
მერე ხვდები, რომ უნდა გაჩუმდე არაფერი არ თქვა და უბრალოდ დააკვირდე...

Free and Happy....

Sunday, November 23, 2008


სუნთვა მინდა...
ბევრი ჰაერი მინდა...
თავისუფლება მინდა....

სუნთვქვა მინდა ბევრი თავისუფალი ჰაერით ....

გაქცევა მინდა შორს....

ენერგია მინდა, ბევრი ენრეგია....


ბევრი ღიმილი მინდაა... ბევრი სიცილი...

სიცოცხლე მინდა....

What gender is 'computer'?

Saturday, November 22, 2008

A SPANISH Teacher was explaining to her class that in Spanish, unlike English, nouns are designated as either masculine or feminine.

'House' for instance, is feminine: 'la casa.'
'Pencil,' however, is masculine: 'el lapiz.'

A student asked, 'What gender is 'computer'?'

Instead of giving the answer, the teacher split the class into two groups, male and female, and asked them to decide for themselves whether computer' should be a masculine or a feminine noun. Each group was asked to give four reasons for its recommendation.

The men's group decided that 'computer' should definitely be of the feminine gender ('la computadora'), because:

1. No one but their creator understands their internal logic;

2.The native language they use to communicate with other computers is incomprehensible to everyone else;

3. Even the smallest mistakes are stored in long term memory for possible later retrieval; and

4. As soon as you make a commitment to one, you find yourself spending half your paycheck on accessories for it.

(THIS GETS BETTER!)

The women's group, however, concluded that computers should be Masculine ('el computador'), because:

1. In order to do anything with them, you have to turn them on;

2. They have a lot of data but still can't think for themselves;

3. They are supposed to help you solve problems, but half the time they ARE the problem; and

4. As soon as you commit to one, you realize that if you had waited a little longer, you could have gotten a better model.

The women won.
:)

...

Tuesday, November 18, 2008


როგორ არ მინდოდა აქ მეწუწუნა... არ მინდოდა ეს ბლოგი ჩემი საწუწუნო ადგილი ყოფილიყო... მაგრამ არ ვიცი რა მჭირს. ორი დღეა ყველა მეკითხება რა გჭირს რატომ ხარ ცუდ ხასიათზე... თავს ნორმალურად ვგრძნობ... არ ვარ დაგრუზული... მაგრამ გარშემომყოფებისთვის სხვანაირად ვიქცევი და ჩაკეტილი ვარ... რატომღაც გავჩუმდი... მზიანი ამინდის მიუხედავად არ ვიღიმი და არ ვლაპარაკობ ბევრს :) ალბათ ეს იმ სიცარიელის გაგრძელებაა და ბევრი კითხვები მიმართული მომავლისკენ... უამრავი კითხვა და აზრი... მიჩნდება კითხვები, რასაც მოყვება გეგმები და ბევრი, ბევრი ფიქრი... ისევ არეული ვარ?... არამგონია... უბრალოდ არ ვიცი არაფერი... არ ვიცი როგორი იქნება ხვალიდენლი დღე და საერთოდ მთელი კვირა... თუმცა ეგ არავინ არ იცის, მაგრამ მე სხვანაირად არ ვიცი... და ამ დროს არც ცუდად ვარ,არც დაგრუზული და თითქოს არეულიც არ ვარ ... რაღაც უსაზღვრო პოფიგიზმს ვგრძნობ ჩემში და თავ უფრო მჩატედ ვგრძნობ... არ ვიცი ... არ ვიცი... უნდა დავლაგდე... მაგრამ მთლიანობაში კარგად ვარ... დეპრესია დარჩა სადღაც წარსულში :)

...

Thursday, November 13, 2008

სიმღერის მოსმენისას ყოველთვის ვუსმენ ტქსტებს. ხშირად ხდება რომ სიმღერა რაღაც ტექსტის გამო ამომწონს, ან რამე ფრაზას ავიკვიატებ ამ სიმღერიდან.ყოველთვის მინდა რომ ჩემი საყვარელი სიმღერის ტექსტი მესმოდეს. მიკვირს იმ ხალხის ვისაც საერთოდ არ ადარდებს რაზეა სიმღერა და უბრალოდ მისი მელოდია აკმაყოფილებს. :) რა თქმა უნდა ყველა ენაზე სიმღერას ვერ გაიგებ, მაგრამ როცა გესმის რაზე მღერიან, მაშინ სიმღერას უფრო გრძნობ... აი აქაც გრძნობა. :)
უსმინეთ კარგ სიმღერებს. ბევრს ძალიან ლამაზი ტექსტი აქვს :)

So empty...

Tuesday, November 11, 2008


ჩემი პოზიტივი სადღაც აორთქლდა... ისევ სიცარიელეა გარშემო....

გრძნობები...

Friday, November 7, 2008


გრძნობები გვმართავენ ჩვენ... ზოგჯერ ჩვენც ვცდილობთ ვმართოთ, მაგრამ ძირითადად ისინი გვმართავენ ...

გრძნობები...
გრძნობები...
გრძნობები....

ერთი სიტყვა და რამდენის მომცველი... არ აყვე გრძნობებს... აკონტროლე გრძნობები... ვერაფერს ვერ ვგრძნობ...

როცა ვერ გრძნობ ზუსტად მაშინ გრძნობ ყველაზე მეტს...

გრძნობები შემომაწვა....

გრძნობებმა იფეთქეს...

და...

კიდევ ერთხელ გრძნობები...

როგორ გავექცეთ მათ? ან ღირს გაქცევა?.........

არ ვიცი...

ზუსტადაც ამ გრძნობებში ავირიე...

ეს არ არის დეპრესია...

ეს უბრალოდ გრძნობაა...

შეიძლება გრძნობდე მუსიკას, ადამიანს, შეხებას...

უბრალოდ გრძნობდე და იყო უბედური ან ბედნიერი...

...

რამდენი ხანია არაფერზე არ დავგრუზულვარ და არც ვაპირებდი დაგრუზვას. მაგრამ დღეს ორი რაღაც მოხდა რმაც ძალიან დამგრუზა. შეიძლება ძალიან დამგრუზა ხმამაღლა ნათქვამია, მაგრამ აი ის დაგრუზვის შეგრძნება დამრჩა.ამ ორიდან ერთი ისეთი ბავშვური საქციელის გამო დავიგრუზე რომ მეცინება კიდევაც, უბრალოდ არასასიამოვნო შეგრძნება დამიტოვა.არ მინდა ძალიან არ მინდა რომ ამ ყველაფერს ავყვე... მოკლედ ბევრის თქმა მინდა, მაგრამ ვერაფერს ვერ ვამბობ... უბრალოდ არ უნდა ავყვე :)

Sunday morning

Sunday, November 2, 2008

მზიანი კვირა დღის დილა, რა უნდა იყოს მაგაზე სასაიმოვნო.მთელი დღე შენია და აკეთებ რასაც გინდა. მარტო ერთი მინუსი აქვს , ის რომ ორშბათის წინა დღეა მაგრამ მაინც კაია :) მოკლედ მიყვარს კვირა :)

ღრმა ნაფაზი...

Friday, October 31, 2008


მიყვარს სიგარეტი... საერთოდ მოწევის პროცესი ძალიან სასიამოვნოა, დაწყებული პირველი ნაპასიდან როდესაც კვამლი შესუნთქვისას გაივლის სასუნთქ მილებს და შეაღწევს ფილტვებში, მერე ნელ-ნელა გარეთ გამოდის. სხეულში რაღაც დაგივლის და დიდ სიამოვნებას გრძნობ. მერე მეორე, მესამე, მეოთხე და სიამოვნების მთელი ღერი შენს ხელშია... ვერ ვიტან ხალხს რომელიც უგემურად ეწევა და ამ ყველაფერს ვერ შეიგრძნობს. პირველი ნაპასის სიმსუბუქე და ბოლოს სიმხურვალე... თამბაქოს გემო და სუნი, რომელიც გახვევს კვამლის ბურუსში... სიგარეტის ღერის თამაში თითებში... ძალიან მიყვარს კვამლისთვის სულის შებრევა, როდესაც სიგარეტის თავი ჰაერის ნაკადისგან უფრო წითლდება... კვამლი კი მიკლაკნება ზემოთ ჰაერში და ქმნის ღრუბელს...
რაც არ უნდა ილაპარაკონ სიგარეტის მავნებლობაზე და სურათები მათვალიერებინონ დაჯღანული ფილტევბის, ძალიან რთულია ეგეთ სიამოვნებაზე უარის თქმა.ბევრჯერ მიფიქრია დანებება, მაგრამ ვხვდები რომ ეგეთ სიამოვნებას ვერ მოვიკლებ. უბრალოდ მიყვარს ეს მთელი პროცედურა :)

Wednesday, October 29, 2008


საერთოდ ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. ბევრს ვფიქრობ და ბევრ რამეს შევიგრძნობ, მაგრამ ამ ყველაფერის გადმოცემა საშინლად მიჭირს. ეს მარტო ბლოგს არ ეხება, საერთოდ ცხოვრებაშიც.ძალიან მიჭირს ავღწერო ყველაფერი რაც ჩემში ხდება. რო ვთქვა ჩუმი ვარ და ცოტას ვლაპარაკობთქო, მოვიტყუები. ვლაპრაკობ, მაგრამ იმაზე არა რასაც ვგრძნობ, როგორ აღვიქვამ სამყაროს და ხალხს ჩემს გარშემო. ზოგჯერ მეხსნება და ყველაფერს კარგად ვაყალიბებ.ზოგჯერ ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა,მაგრამ სიტყვები არ მყოფნის. აზრები მიტრიალებს და ვერ ვალაგებ. ბოლოს რამდენიმე ფრაზით შემოვფარგლები და მაგით მთავრდება ყველაფერი... არა და ამ დროს რამდენის თქმა მინდა... მთლიანობასი არც კი ვიცი კაია თუ არა რომ მასე მჭირს, შეიძლება არც უნდა იყო გახსნილი წიგნივით და ყველას არ უყვებოდა რას და როგორ გრძნობ... არ ვიცი, არ ვიცი....

:)

Tuesday, October 28, 2008


ბოლო დროს ვცდილობ ყველაფერში მარტო პოზიტივი დავინახო და არ ვიფიქრო ცუდზე.აღარ დავიგუზო და მითუმეტეს არაფერზე არ გაბრაზდე.ვცდილობ ყოველ დილით გავუღიმო ახალ დღეს და მთელი დღე ღიმილით გავატარო. ვგრძნობ, რომ გამომდის და ამით კიდევ უფრო დადებით მუხტს ვღებულობ.დღეს ზოგ ისეთ მომენტს მივუდექი იუმორით, საკუთარი თავის გამიკვირდა.სხვა დროს ალბათ მთელ ამბავს ავწევდი. ათას სისულელს ვამბობ და ვაკეთებ,მერე ამ ყველაფერზე გულიანად მეცინება... თავს უფრო მჩატედ ვრძნობ...მთელი მკერდით ვსუნთქავ და სულ მეღიმება... მიყვარს სიცოცხლე და ამით უკვე ბედნიერი ვარ... მივხვდი რომ ძალიან ბევრი წვრილმანია ჩვენს გარშემო რაც ბედნიერებას გვანიჭებს... ამიტომ გადავწყვიტე, რომ მარტო პოზიტივი და არაფერი პოზიტივის გარდა...

სიმღერა


ორი დღეა რიფითზე მიყენია ერთი სიმღერა და მარტო მაგას ვუსმენ. ვუსმენ და მიხარია, ბენდიერი ვარ და უდიდეს სიამოვნებას ვღებულობ. თან მინდა რომ ყველამ უსმინოს ამ სიმღერას და სიამოვნება მიიღოს ისევე, როგორც მე. ერთი უბრალო და ძველი სიმღერაა... მოუსმინეთ და ისიამოვნეთ...

http://www.link.ge/file/134335/Adriano-Celentano-And-Mina---Specchi-Riflessi.mp3.html

ბლოგი ჩაირთო

Monday, October 27, 2008

ძალიან გამიხარდა ბლოგის ჩართვა. ისე უბრალოდ შევამოწმე მეთქი იქნებ და შევიდეს :) ჰოდა :ბის: :ბის: შევიდა :) მომენატრა უკვე. ეს დღეები ბევრი რამის დაწერა მინდოდა, მაგრამ დღეს რაღაც ყველაფერმა გამიარა :)

ქაოსი

Thursday, October 23, 2008


ვერ გამიგია ჩემს გარშემოა ქაოსი, თუ ჩემშია... ბოლო დროს ბევრი რამე აღარ მესმის.ვცდილობ გარკვევას და უფრო ვიბნევი. უაზრო ეჭვები მღრნის... ეჭვები ბევრ იმ საკითხზე რაც მე აღარ მეხება და რაც მეხება... სულ საკუთარ თავთან ბრძოლაში ვარ. ვცდილობ დავუკვირდე სიტყვებს და ვაკონტროლო ემოციები. მინდა რომ ზედმეტ რაღაცეებზე აღარ ვიფიქრო, ვიფიქრო მარტო საჭიროზე.დავიღალე საკუთარ თავთან ბრძოლით... გდავიწვი... დამასვენეთ...

აზრები....

Tuesday, October 21, 2008


ვიღაცა გიყვარს, ვიღაცას უყვარხარ, ვიღაცას ენატრები ვიღაცა გენატრება. ზოგს ის უყვარს ვინც არ უნდა უყვარდეს,ზოგს კი პირიქით ის არ უყვარს ვინც უნდა უყვარდეს... ზოგს ბევრი ენატრება, ზოგს კი ერთი... ზოგსაც არავინ ? ნუთუ არსებობს ისეტი ხალხი ვისაც არავინ არ ენატრება?! ვერ წამომიდგენია...ზოგი დარდობს, ზოგს უხარია... რატომ არ შეიძლება ყველას უხაროდეს?!...
სიყვარული...
ნდობა...
მონატრება...
ცრემლი...
ღიმილი...
...

რისი თქმა მინდოა მეც არ ვიცი... ეს უბრალოდ აზრებია...

მე და ჩაი...

Saturday, October 18, 2008


დავიდგი დიდი ჭიქით ჩაი და დავიწყე წერა.ძალიან მიყვარს ჩაი, განსაკუთრებით ბერგამოტით.დილით ყავის მაგივრად ვსვამ ჩაის,დღის განმავლობასიც სამსახურშიც მივირთმევ ჩაის...მოვდივარ სახლსი ვჯდები კომპთან და ვსვამ რამდენიმე ჭიქას ... ეხლაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს ცხელი ჩაის გემო...ზოგისთვის დღის მატონიზირებელი სასმელი ყავა, ჩემთვის კი უსაყვარლესი ჩაი :love:

...

Friday, October 17, 2008

დღეს დილით როცა მივედი სამსახურში გოგოები აფორიაქებულები დამხვდნენ რაღაც საკითხზე. ბევრი ვილაპარაკეთ და ისე თუ ასე დამშვიდდით. მერე კიდევ დიდხანს ვიჭორავეთ და საქმეებს დავუბრუნდით. მე თავისუფალი ვიყავი და დავჯექი წიგნის წასაკითხად. ზუსტ ორ გვერდს ვკითხულობდი ნახევარი საათი და ვგრძნობდი რომ არაფერი შემდიოდა თავში.თუმცა ეგ ყველაფერი ადრე წაკითხული და ნასწავლი მქონდა...ვიჯექი და ვუყურებდი ვინ რას აკეთებდა... მივხვდი რომ მე უფრო მეტი მინდოდა ვიდრე მანდ ხდებოდა... მეტი მინდა,თითქოს ჰაერი არ მყოფნის... საზრდოს ვერ ვგრძნობ და იმ ინფორმაციას ვერ ვღებულობ, რომელიც მე მჭირდება... გაზრდა მინდა და პროფესიონალად ჩამოყალიბება... აქ კი გასაქამი არ მყოფნის. მოკლედ ყველაფერ ამის გამო დავიგრუზე და ნახევაარი დღე დაბღვერილმა ვიარე, რაც ყველამ შეამჩნია და ძალიან გაუკვირდა.მერე ბევრი ვილაპარაკე და ზოგი ჩემთვის სასიამვნოც გავიგე და წამოვედი :)
ეხლა სახლში ვარ და ცხელ ჩაის ვნატრობ... ყელში რაღაც არასასიამოვნო შეგრძნება მაქვს... თითქოს გავცივდი.

ისევ უაზრო პოსტი...

Wednesday, October 15, 2008

მთელი საღამო უაზროდ დავძვრები საიტიდან საიტზე, თემიდან თემაში... მთელი საღამო რაღაცის თქმა მინდა და არ ვიცი რისი. ბევრჯერ დავიწყე პოსტი წერა და მერე წავშალე... ხან რაზე ვწერდი,ხან რაზე... მერე ფორუმზე დავიწყე ხეტიალი თემიდან თემაში და მაინც ვერ მოვფიქრე რა მინდოდა... ბოლოს მივხვდი რომ უბრალოდ წერის ხასიათზე ვარ. მინდა ვწერო უაზროდ,უშიანარსოდ, მაგრამ რამე მაინც რომ დავწერო.
მთელი დღე ეგრე ვგრძნობ თავს... სამსხურში რომ მივდიოდი სიმღერა ვერ ავირჩიე მთელი გზა რისთვის მომესმინა... სამსახურშიც რაღაცნაირად კანში ვერ ვეტეოდი...ეხლაც ვერ გადამიწყვეტია დავიძინო უკვე, ტუ ჯერ ისევ უაზროდ ვიძრომიალო საიტიდან საიტზე... ან რა აზრი ქონდა ამ ყველაფრის დაწერას? მომინდა უბრალოდ....

შემოდგომა


დაიწყო მზის მოლოდინი, წვიმები,ყვითელი ფოთლები,ჩაი, გრიპები,წაბლი, კარალიოკი... მოკლედ შემოდგომა.მიყვარს თავისებურად... ზოგჯერ დეპრესიების პერიოდად უფრო მივიჩნევ, მაგრამ მთლად ეგრეც არ არის... ოქტომბრის ყოველ თბილ დღეს ვებღაუჭები და გული მიწუხდება ნოემბრის სუსხიან დღეებს როგორც წარმოვიდგენ...თუმცა მიანც ყვითელი და თბილია... ჰოდა წავედი ეხლა ჩაი დავლიო.

ჩემი ბლოგი

Sunday, October 12, 2008


ორი დღეა ვცოდვილობ და ხან დიაზინს ვუცვლი, ხან რას ვუცვლი. გუშინ პოსტიც კი წამეშალა. ჯერ ნელ-ნელა ვითვისბე. :) ამ დროს უკვე რაღაცნაირად შემიყვარდა... ჰოდა ალბათ ნელ-ნელა გავუმჯობესებს და საინტერსოს გავხდი.დღის განმავლობაში ბევრ რამზე ვფიქრობ და სულ ვაპირებ ბლოგზე დაწერას, მაგრამ საღამოს გათიშული სახით ვუჯდები კომპიუტერს და სიტყვები სადღაც იკარგება.აი ეხლაც ვწერე, ვწერე და გამოვიფიტე... :)

ერთი მზიანი დღე..

Tuesday, October 7, 2008

დილიდან კარგ ხასიათზე გავიღვიძე... ბევრი ვიბოადიალე სახლში, მერე ჩქარა-ჩქარა გავემზადე... ”გამოვიპრანჭე”( რატომღაც დღეს ჩემი თავი განსაკუთრებულად მომწონდა)... ჯერ იმ მაღაზიაში შევიარე, მერე წავედი სამსახურში. მარშრუტკაში ერთ-ერთი ფორუმელი შეხვდა, რომლის ნახვაც ძალიან გამიხარდა. :) სამასახურში კიდევ უფრო კარგ ხასიათზე მივედი და ყველას გადავდე ჩემი განწყობა. :ბის: ბევრი ვიხალისე, სამჯერ გადავურჩი აივნიდან გადაგდებას და ეგეთივე ბედნიერი წამოვედი. რა მიხაროდა არ ვიცოდი... ალბათ უბრალოდ მზიანი დღე... ვიცი რომ ეგეთი თბილი მზიანი დღეები სულ ცოტა დარჩა ამიტომ ვცდილობ მზის ენერგიით მაქსიმალურად ავივსო. :)
ხვალ ისევ მივდივარ იმ სტომატოლოგიურ მაღაზიაში და ძალიან მაგარი რაღაც უნდა ვიყიდო :) იმედია ხვალაც ეგეთი მზიანი და მხიარული ვიქნები :)

აბდაუბდა

Thursday, October 2, 2008

ნეტავ აბდაუბდა ერთად იწერება თუ ცალ-ცალკე? ნუ მოკლედ არა აქვს მნისვნელობა. აბდაუბდა იმიტომ დავრქვი, რომ აბდუბდა უნდა დავწერო. შეიძლება სულაც არ იყოს აბდაუბდა. მოკლედ მეზიზღები ტუ ჯერ კიდევ მიყვარხარ არ ვიცი, მაგრამ ბოლო დროს შენი საქციელის გამო მგონი უკვე მეზიზღები.... შეიძლება ეხლა ბევრი სისულელე დავწერო, მაგრამ ეგეთები მახსიათებს. დრო გადის და ყველაფერზე უფრო დაწყნარებული ვფიქრობ და ვაანალიზებ... ალბათ როდისმე მიხვდები რასაც ეხლა ვფიქრობ... შეიძლება უკვე ნანობ, მაგრამ რომ ინანებ ბევრ რამეს ეგ ნამდვილად ვიცი. :) მეც ბევრ რამეს ვნანობ, მაგრამ იმ კუთხით არა შენ ეხლა როგორც გაიფიქრე... არ გაკეთებულზე ვნანობ... და არა გაკეთებულზე. :) ჯერ კიდევ მიყვარხარ, მაგრამ მეზიზღები.

უბრალოდ ტეხავს...

Saturday, September 20, 2008

გუშინდელმა სიტყვებმა ძალიან იმქომედა ჩემზე. :( თავიდან საკუთარ თავთანაც არ შევიმჩნიე, მერე დავიგრუზე... ბევრი ვიფიქრე... იმასაც მივხვდი რომ ზუსტად ესეთი შედეგი გინდოდა შენც... ვერ ვიშორებდი გონებიდან მაგ სიტყვებს და ყოველ გაფიქრებაზე უფრო და უფრო გულს მტკენდა... მოკლედ ყველაფერს ვიაზრებ, მაგრამ გრძნობებს ვერ ვერევი...
არჩევანი გავაკეთეთ, უკვე ორივემ ამიტომ აღარ უნდა ვიწუწუნო... მორჩა....


ალბათ ამინდმაც იმოქმედა, თუმცა როგორც არასდროს ისე მსიამოვნებდა წვიმა....

პირველი ნაბიჯი...

Wednesday, September 17, 2008

დიდი ხანია რაც ეს ბლოგი შევქმენი, მაგრამ როგორ და რითი დამეწყო არ ვიცოდი… დღეს ერთ- ერთ ფორუმელს ველაპარაკე მის ბლოგზე და ფაქტიურად მასთან ლაპარაკის მერე გამეხსნა პირველი შთაგონება და მე ვწერ… ვწერ რამდენიმე წლის ჩუმად ყოფნის მერე… დღეს ჩემს ცხოვრებაში იწყება ახალი ეტაპი… მე გავხდი 26-ის და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ჯერ არ ვიცი, გარკვეული მიზეზების გამო დღეიდან ვდგამ პირველ ნაბიჯებს ახალ ცხოვრებაში… პირველი ნაბიჯი ყველაზე რთულია….